კატალოგი
სუკის მწვადი
| ბეჭდვა |
მთელი სუკი გავრეცხოთ, მოვაშოროთ ძარღვები, წამოვაგოთ შამფურზე მთელი სიგრძით. თავში და ბოლოში მაგრად შემოვახვიოთ ძაფი, წავუსვათ მარილი და შევწვათ ნაკვერჩხალზე. შამფური დიდხანს უნდა ვაბრუნოთ, რადგან მწვადი ყოველი მხრიდან უნდა შეიწვას და თან შეინარჩუნოს ის წვენი, რომელიც სუკს აქვს. ასეთნაირად მომზადებული მწვადი შეიძლება შეიწვას ღუმელშიც. სუკი ისე ძალიან არ უნდა შევწვათ, რომ გამოხმეს. გაჭრისას შიგნიდან უნდა მოჟონავდეს ვარდისფერი სითხე. როგორც კი მზად იქნება, მწვადი სუფრაზე მივიტანოთ შამფურით და მოგრძო-მოგრძო, თხელ ნაჭრებად დავჭრათ.
პოპულარული რეცეპტი

მოვადუღოთ პურის ფქვილის თათარა ჩვეუ...

კვერცხი გავთქვიფოთ, დავასხათ თბილი ...

თევზი დავჭრათ 2 სმ სისქის ნაჭრებად,...

სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმე...

ბადრიჯანი სიგრძეზე ჩავჭრათ ისე, რომ...

დროჟი გავხსნათ თბილ წყალში, დავუმატ...


