კატალოგი
შილაფლავი
| ბეჭდვა |
ავიღოთ ცხვრის მსუქანი ხორცი, კარგად გავრეცხოთ და დავჭრათ ნაჭრებად. წვრილად დავჭრათ დუმის ნაჭერი, ჩავყაროთ ქვაბში და ვშუშოთ. შემდეგ ცავყაროთ დაჭრილი ხორცი და ხახვთან ერთად გავაგრძელოთ შუშვა, ისე რომ ხორცი და ხახვი არ გაწითლდეს (შილაფლავი თეთრი როომ გამოვიდეს). დავასხათ წყალი; ადუღებისას მოვხადოთ ქაფი, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი, მარილი. როდესაც ხორცი ნახევრად მოხარშული იქნება, ჩავყაროთ ბრინჯი და გავაგრძელოთ ხარშვა. შემდეგ შევაზავოთ შავი პილპილითა და ზირათი.
თუ შილაფლავი სქელი გამოვიდა, შეიძლება დავასხათ რაიმე ბულიონი (ხაშლამის ნახარში), ან წყალი და დავიყვანოთ ნორმალურ სისქემდე.
მასალა:
ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
დუმა - 100 გრამი
ბრინჯი - 2 ჩაის ჭიქა
ხახვი - 2-3 თავი
მარილი, პილპილი, ზირა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ქერის ბურღული მოვხარშოთ წყალში, შემ...

ღორის ყურებსა და ხიწიწს დავასხათ ცი...

გასუფთავებული, გარეცხილი თართი ან ზ...

არჯაკელს მოვაშოროთ გაშლილი ფოთლები,...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ნიორი დავნაყ...

მომზადებულ ხორცს დავასხათ მცირე რაო...


