კატალოგი
ხინკალი
| ბეჭდვა |
ღორის, ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი დავჭრათ და ხახვთან ერთად ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ. ავურიოთ შიგ დანაყილი პილპილი, მარილი, ოხრახუში, ქინძი, ქონდარი, იმდენი თბილი წყალი, რამდენსაც შეიწოვს ხორცი (დაახლოებით ერთი ჩაის ჭიქა).
მოვზილოთ მაგარი ცომი ოდნავ მარილიანი ნახევარი ლიტრი წყლითა და კვერცხით. კარგად გავაბრტყელოთ, გამოვჭრათ სპეციალური ხის საჭრისით და კიდევ გავაბრტყელოთ. თითოეულ ცომზე მოვათავსოთ ერთი სუფრის კოვზი მომზადებული ხორცი, ნაპირები შემოვუკეცოთ, მოვგრიხოთ და კუჭი დავტკეპნოთ ისე, რომ მოხარშვის დროს არ გაიხსნას. ასე მომზადებული ხინკლები ჩავყაროთ მარილიან მდუღარე წყალში და ვხარშოთ; ქვაბი ხანგამოშვებით ვატრიალოთ, რომ ხინკალი ძირზე არ მიეკრას. როცა ყველა ხინკალი წყლის ზევით ამოტივტივდება, კიდევ 5 წუთი ვადუღოთ და ამოვალაგოთ ქაფქირით.
სუფრაზე ხინკალთან ერთად მივიტანოთ დანაყილი პილპილი.
მასალა:
ღორის ან ცხვრის ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 1 ცალი
მწვანე პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ, შემდ...

კარგად გასუფთავებულ გოჭს ამოვაცალოთ...

კვახი წვრილად დავჭრათ, ავურიოთ თაფლ...

დარჩეულ, მსხვილ, თეთრ ხორბალს დავას...

გავასუფთავოთ ნიახური და გავხეხოთ მს...

მუხუდოს ან წინასწარ დამბალ თეთრ ლობ...


