კატალოგი
კიბორჩხალი ნიგვზიანი სატენით
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მოვხარშოთ მარილწყალში; შემდეგ დავაწყოთ საცერზე; როცა წყალი ჩამოიწურება, კიბორჩხალებს მოვაცილოთ კისერი, ფეხები, ხორცი და დავნაყოთ. ავურიოთ დანაყილი ნიგოზი და ქინძი, მოვაყაროთ დანაყილი დარიჩინი ან მუსკატის კაკალი, მარილი; კარგად ავურიოთ და ამ სატენით ამოვავსოთ კიბორჩხალის წითელი ქალა.
სუფრაზე მიტანისას კიბორჩხალები დავაწყოთ მწვანილით მორთულ ლანგარზე. ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ ტყემლის საწებელი.
მასალა:
კიბორჩხალი - 20 ცალი
ნიგოზი - 200 გრამი
გამხმარი ქინძი - 1 ჩაის კოვზი
დარიჩინი ან მუსკატის კაკალი - 0,5 ჩაის კოვზი
მწვანილი - 200 გრამი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

მამალი დავყოთ ოთხ ნაწილად, წავუსვათ...

კაკაო ჩაისა და ყავისაგან იმით განსხ...

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ფრი...

ყველა კომპონენტი დავჭრათ ზოლებად, მ...

მსუქანი ცხვრის ხორცი ხახვთან და ცხვ...

ძმარს დავამატოთ დანაყილი პილპილი და...


