კატალოგი
მთელ-მთელი შემწვარი წვრილი თევზი ბროწეულის საწებლით
| ბეჭდვა |
გამოშიგნული, გარეცხილი წვრილი თევზი დავაწყოთ ზეთმოსხმულ ცხელ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ. ერთად დავნაყოთ წიწაკა, ნიორი, ქინძი, მარილი, გავხსნათ ბროწეულის წვენში.
შემწვარი თევზი ლანგარზე დავალაგოთ, ზემოდან მოვასხათ ბროწეულის საწებელი, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დარჩეული ბროწეულის მარცვლები.
მასალა:
წვრილი თევზი - 1 კილოგრამი
მცენარეული ზეთი - 4-5 სუფრის კოვზი
ქინძი - 5 ძირი
ბროწეული - 4-5 ცალი
ხახვი - 2 თავი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

დავჭრათ ხორცი კუბიკებად (3x3 სმ), ჩ...

ორ ჩაის ჭიქა ადუღებულ მარილწყალში ჩ...

ალუბალი დავჭყლიტოთ, დოლბანდზე მოვათ...

ლობიო და ღორის ბარკალი წვრილად დავჭ...

გარჩეული და სუფთად გარეცხილი შინდის...

3 ლიტრ ყურძნის ტკბილში ჩავყაროთ 400...


