კატალოგი
თევზის ჩახოხბილი
| ბეჭდვა |
ქარიყლაპია, ლოქო, წვერა, კობრი ან სხვა რომელიმე თევზი გავასუფთავოთ, მოვაყაროთ მარილი და დავაწყოთ ღრმა ტაფაზე. მოვაყაროთ ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი. წვრილად დაჭრილი ქინძი და ოხრახუში, დავასხათ ზეთი და 2 ჩაის ჭიქა პამდვრის წვენი; ჩავაყოლოთ სტაფილო, დაფნის ფოთოლი, 20-25 მარცვალი შავი პილპილი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. მოხარშული თევზის ნაჭრები დავალაგოთ ღრმა ლანგარზე და ზედ მოვასხათ თავისივე წვენი.
მასალა:
თევზი - 1 კილოგრამი
ხახვი - 3 თავი
დაფნის ფოთოლი - 3-4 ცალი
სტაფილო - 200 გრამი
ზეთი - 100 გრამი
პამიდვრის წვენი - 2 ჩაის ჭიქა
ქინძი, ოხრახუში - 3-3 ძირი
შავი პილპილი - 25 მარცვალი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად...

გავადნოთ კარაქი ტაფაზე და შევწვათ მ...

ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...

წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი შევბ...

1 კგ ფორთოხალს ყვითელი კანი თხლად ა...

პამიდვრები ჩავჭრათ ჯვარედინად და მო...


