კატალოგი
შემწვარი ბადრიჯანი ნიგვზით, გურულად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
უთესლო, ქორფა ბადრიჯანი ყუნწიანად შევწვათ აირღუმელში. შემდეგ დავჭრათ 1 სანტიმეტრი სისქის მრგვალ ნაჭრებად, მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში და შევაზავოთ შემდეგნაირად: კარგად დავნაყოთ ნიგოზი, პილპილი, ნიორი, ქინძი, ომბალო; წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, ავურიოთ ერთმანეთში, მოვაყაროთ მარილი, მოვასხათ ძმარი. ყველაფერი ეს შემწვარ ბადრიჯანში კარგად ავურიოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, ზევიდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა.
მასალა:
ბადრიჯანი - 1 კილოგრამი
ნიგოზი - 1 ,5 ჩაის ჭიქა
ხახვი - 2-3 თავი
ნიორი - 2-3 კბილი
მწვანილი - 4-4 ძირი
ძმარი - 2 სუფრის კოვზი
მარილი, პილპილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...

ყვავილოვანი კომბოსტო დავარჩიოთ, გავ...

გასუფთავებული ბატი ან იხვი დავჭრათ ...

ვაშლი და კარტოფილი გავთალოთ და დავჭ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და მოვშუშოთ...

ანანასის ნაჭრები, მსხვილად დაჭრილი ...