კატალოგი
ნიგვზით და ბროწეულით გატენილი წვერა
| ბეჭდვა |
წვერა გავწმინდოთ, გავრეცხოთ, წავუსვათ მარილი და გავაჩეროთ ნახევარი საათი.
დანაყილი ნიგოზი, მარილი, წიწაკა, მიხაკი, დარიჩინი, დამარცვლილი ბროწეული, დაჭრილი ხახვი კარგად ავურიოთ ერთმანეთში. ამ მასალით თითოეულ წვერას გამოვუტენოთ მუცლის ღრუ, ამოვავლოთ პურის ფქვილში და ორივე მხრიდან შევწვათ ერბოში, ან ზეთში.
მასალა:
წვერა - 1 კილოგრამი
ერბო ან ზეთი - 3-4 სუფრის კოვზი
დანაყილი ნიგოზი - 1 ჩაის ჭიქა
ხახვი - 2 თავი
ბროწეული - 1-2 ცალი
პურის ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ყვითელი ქლიავი (ძალიან მწიფე არ უნდ...

ხორბალი დავარჩიოთ, ტაფაზე მოვშუშოთ,...

ნელ ცეცხლზე გავადნოთ კარაქი და შაქა...

ცხიმი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...

ბუტერბროდები...

საშუალო ზომის ქათამი გავასუფთავოთ, ...


