კატალოგი
სატაცურის სუპი
| ბეჭდვა |
სატაცური დავარჩიოთ, მოვამტვრიოთ ხმელი ძირები, გავრეცხოთ, დავტეხოთ და ჩავყაროთ მდუღარე წყლიან ქვაბში.
ხახვი წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ ერბო, მოვშუშოთ და მოვათავსოთ სატაცურიან წვენში. ვადუღოთ; როცა სატაცური მოიხარშება დავამატოთ დაჭრილი ქინძი, კამა, ოხრახუში, მარილი. გადმოვდგათ ცეცხლიდან და დავამატოთ წვენში გახსნილი სამი კარგად გათქვეფილი კვერცხი, თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას.
მასალა:
სატაცური - 500 გრამი
ხახვი - 3-4 თავი
ერბო - 3 სუფრის კოვზი
კვერცხი - 3 ცალი
წყალი - 6-7 ჭიქა
მწვანილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილა...

ცოცხალი თევზი გამოვშიგნოთ, მოვაშორო...

ხორცის მთლიანი ნაჭერი დავბეგვოთ, მა...

სკუმბრია გავასუფთავოთ, ჩავდოთ დაბალ...

მსუქანი ცხვრის ხორცი დავჭრათ, გავრე...

კარტოფილი მოვხარშოთ (შეძლებისდაგვარ...


