კატალოგი
მაწვნის შეჭამანდი
| ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვაბში და კარაქში ან ერბოში მოვშუშოთ.
მაწონს დავასხათ წყალი, კარგად გავთქვიფოთ, ჩავასხათ მოშუშულ ხახვში და ათი წუთი ვადუღოთ. კვერცხს დავუმატოთ პურის ფქვილი, გავთქვიფოთ, თანდათანობით ჩავასხათ წვენში და ხუთი წუთი ვადუღოთ ისე, რომ კვერცხი არ აგვეჭრას. ჩავყაროთ შიგ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, რეჰანი.
მასალა:
მაწონი - 500 გრამი
წყალი - 500 გრამი
ხახვი - 2 თავი
ცხიმი - 50 გრამი
პურის ფქვილი - 2 სადილის კოვზი
კვერცხი - 2 ცალი
მწვანილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხილის წვენებში ჩავდოთ ლიმონისა და ფ...

ყვავილოვან კომბოსტოს მოვაცალოთ მწვა...

სალა დავჭრათ წვრილ ნაჭრებად, მსუბუქ...

ჭარხალი კანიანად გავრეცხოთ, შევწვათ...

ნუშს გადავასხათ მდუღარე წყალი, გავა...

ცოცხალი, წვრილად დაჭრილი პიტნის ფოთ...


