კატალოგი
ქათმის ბუღლამა
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრათ ნაჭრებად, ქვაბში მოვათავსოთ და ნახევრად მოვხარშოთ.
გარეცხილი, დამტვრეული მწვანე ლობიო მოვხარშოთ მარილიან წყალში. ხახვი ძალიან წვრილად დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ. პამიდორს კანი მოვაცილოთ, დავჭრათ ნაჭრებად და შევურიოთ მოშუშულ ხახვს.
ნახევრად მოხარშულ ქათამს დავუმატოთ მწვანე ლობიო, პამიდორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი, ქინძი, წიწაკა და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
მასალა:
მსუქანი ქათამი
ერბო ან კარაქი - 50 გრამი
ხახვი - 3 თავი
პამიდორი - 600 გრამი
მწვანე ლობიო - 300 გრამი
მწვანილი - 2-2 ძირი
წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ლობიო მთელი ღამით დავდგათ წყალში, შ...

კიტრი გავთალოთ, მოვაშოროთ თესლი, და...

ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭ...

გაწმენდილი, გარეცხილი წიწილის კუჭ-ღ...

ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...

ავიღოთ მთლიანი ძროხის ბეჭი საკნატელ...


