კატალოგი
ცხვრის ან ბატკნის ხორცის ბოზბაში
| ბეჭდვა |
ცხვრის ან ბატკნის ხორცი დავჭრათ ნაჭრებად, გავრეცხოთ, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი, ისე, რომ ხორცს კარგად მოადგეს და დავდგათ მოსახარშად. დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი, ჩავყაროთ შიგ დაჭრილი ხახვი, დაკეპილი დუმა, დანაყილი ბრინჯი და ვხარშოთ, სანამ ხორცი მზად არ იქნება. გამორთვის წინ დავამატოთ დანაყილი პილპილი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში და მარილი.
მასალა:
ცხვრის ან ბატკნის ხორცი - ერთი კილოგრამი
დუმა - 100 გრამი
ხახვი - 4-5 თავი
დანაყილი ბრინჯი - 2 სუფრის კოვზი
ქინძი - 10 ძირი
ოხრახუში - 5 ძირი
პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხახვი დავკეპოთ, ჩავყაროთ ქვაბში, მო...

თევზი, მაგრამ არა სპარტანულად...

ცხიმი შევურიოთ ნახევარ პორცია შაქარ...

ძალიან წვრილად დაჭრილ კომბოსტოს მოვ...

ავიღოთ 4 სუფრის კოვზი ფქვილი, გავხს...

წვიმა, ლუდი და ცხვრის გულ-მკერდი...


