კატალოგი
ინდაურის ან ქათმის საცივი გურულად
ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად, როცა მოიხარშება ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ძალიან წმინდად დავკეპოთ გასუფთავებული ხახვი. დავასხათ მოსაშუშად ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპლით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში, 5-10 წუთი წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.
მასალა:
ინდაური ან ქათამი
ხახვი - 300 გრამი
ნიგოზი - 3-4 ჩაის ჭიქა
ფქვილი - 2 სუფრის კოვზი
კვერცხი - 2 ცალი
ნიორი, ხმელი სუნელი, პილპილი, მწვანილი, ძმარი, ზაფრანა, მიხაკი, დარიჩინი, დაფნის ფოთოლი, მარილი - გემოვნებით.
პოპულარული რეცეპტი
დავჭრათ კარაქი მომცრო ნაჭრებად, მივ...
ძროხის ან ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერ...
200 გრამი კარაქი კვერცხთან და შაქრი...
ხორცი დავჭრათ დიდ კუბიკებად, შევწვა...
ხორცი ჩავდოთ ცივ, მსუბუქად დამარილე...
ხბოს ხორცის კუპატი მზადდება ისევე, ...