კატალოგი
ქათმის, ცხვრის ან ბატკნის ჩიხირთმა
| ბეჭდვა |
წვრილად დაჭრილი ან ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი მოვშუშოთ ხორცის სიმსუქნეში. ჩავყაროთ შიგ გასუფთავებული, ნაჭრებად დაჭრილი ქათამი ან ბატკნის ხორცი და ხახვიანად ვხრაკოთ 10-15 წუთი. როცა ხორცი მოიხრაკება დავასხათ იმდენი წყალი, რომ ხორცი კარგად დაიფაროს და ვადუღოთ, სანამ კარგად მოიხარშება. დავუმატოთ დანაყილი ქინძჳ, მარილი, დარიჩინი. კვერცხები გავთქვიფოთ, გავხსნათ ძმარში, ჩავასხათ იკვე მომხადებულ წვენში და ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. შეიძლება დავამატოთ ყვითელი ყვავილის ნაყენი (ცივ წყალში დაყენებუილი).
მასალა:
ქათამი ან ხორცი - 1 კილოგრამი
ხახვი - 5 თავი
კვერცხი - 4-5 ცალი
ქინძი, დარიჩინი, ძმარი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

გადარჩეულ, გარეცხილ ალუბალს ფრთხილა...

3 ლიტრ ყურძნის ტკბილში ჩავყაროთ 400...

მთელ-მთელი ბადრიჯანი შევწვათ, მოვაც...

ბადრიჯანი დავჭრათ მოგრძო თხელ ნაჭრე...

მოვზილოთ დროჟიანი ცომი, დავდგათ 1 ს...

3 კვერცხისა და ჭიქანახევარი შაქრის ...


