კატალოგი
ხაში ძროხის შიგნეულისა და ჩლიქებისაგან
| ბეჭდვა |
კარგად გასუფთავებული და თბილ წყალში გარეცხილი ძროხის ფაშვი, ნაწლავები, ჩლიქები დავჭრათ მოგრძო ნაჭრებად, ჩავყაროთ მდუღარე წყალში. ადუღდება თუ არა, წვენი გადავღვაროთ, ხელახლა დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ, სანამ წვენი არ შესქელდება და ჩლიქები კარგად არ ჩაიხარშება. სუფრაზე მიტანის წინ შევაზავოთ მარილით და ნივრით. თუ გვსურს ხაში თეთრი გამოვიდეს, შეგვიძლია დავამატოთ ცოტაოდენი რძე.
სუფრაზე ცალკე ჭურჭლით მივიტანოთ დანაყილი ნიორი და ღვინის ძმარი.
მასალა:
ძროხის შიგნეული და ჩლიქები - 2 კილოგრამი
ნიორი - 15-20 კბილი
პოპულარული რეცეპტი

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხ...

მოცხარი მოვხარშოთ შაქართან და ლიმონ...

თევზის ფილეს მოვაშოროთ ფხები, ხორცი...

3-4 ცალი მოზრდილი კარტოფილი გავფცქვ...

ყველაფერი ბანანისაგან...

პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მ...


