კატალოგი
შამფურზე შემწვარი ინდაურის საცივი
| ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი მთლიანი ინდაური ნახევრად მოვხარშოთ, მოვაყაროთ მარილი, წამოვაგოთ შამფურზე, დავამაგროთ კანაფით და ჩვეულებრივი წესით შევწვათ ნელ ცეცხლზე, შამფურის ტრიალით.
ნიგოზს დავუმატოთ გამხმარი ქინძის თესლი, ყვითელი ყვავილი, ნიორი, დავნაყოთ და გამოვხადოთ ზეთი.
ცალკე დავნაყოთ ქინძი, წიწაკა, მარილი, ავურიოთ შიგ დანაყილი ნიგოზი, გავხსნათ ბულიონში, ჩავასხათ სუფთა ქვაბში, დავუმატოთ საკეპ მანქანაში გატარებული ხახვი, მიხაკი, დარიჩინი და ვადუღოთ ხუთი წუთი.
შემდეგ ჩავაწყოთ შიგ დაჭრილი, შამფურზე შემწვარი ინდაური, ვადუღოთ 10 წუთი, დავუმატოთ ძმარი და ხუთი წუთი დუღილის შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, შევაგრილოთ, გადმოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
მასალა:
ინდაური
ნიგოზი - 3 ჩაის ჭიქა
ქინძი - 2 ძირი
ნიორი - 1-2 კბილი
ხახვი - 3-4 თავი
წიწაკა, მარილი, მიხაკი, დარიჩინი, ქინძის თესლი, ძმარი, ყვითელი ყვავილი გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

სკუმბრია გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, გ...

კარაქი ავურიოთ შაქართან ერთად. ნუში...

ვაშლი და ფორთოხალი და გავთალოთ, მოვ...

6 კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფოთ ე...

მოვამზადოთ პიურე მშრალი ყვითელი მუხ...

გადარჩეული მარწყვი გავრეცხოთ, მოვათ...


