კატალოგი
უნგრეთი
ეს კოლუმბის მოგზაურობის დროს მოხდა. ერთხელ ესპანეთის დედოფალმა გემზე მსახური ექიმისაგან არაჩვეულებრივი საჩუქარი - ინდური პილპილი მიიღო. ეს იყო საოცარი წითელი ფხვნილი, რომლებითაც ინდოელები თავიანთ საკვებსა და სასმელს ამდიდრებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ წითელ ნაყოფში თავად ცეცხლის ღმერთი ცხოვრობდა. ასე დაიწყო წითელი პილპილის მოგზაურობა აღმოსავლეთში. მაგრამ თავდაპირველად იგი მხოლოდ დეკორატიული მცენარის სახით გვხვდებოდა, როგორც ბოტანიკური ბაღების იშვიათი ბინადარი. მაგრამ იქნებ პილპილი ჯერ კიდევ ძველ რომში არსებობდა? მეფე ნერონის ოჯახის ექიმი წერდა წითელი პილპილის მსგავს სამკურნალო მცენარეზე. ამრიგად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ წითელი პილპილი ევროპაში მოხვდა ორი სხვადასხვა გზით - სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან. ყოველ შემთხვევაში, 1585 წელს ცნობილი ბოტანიკოსი კლუზი აღწერდა ამგვარ მცენარეს, რომელსაც იგი შეხვდა  ქალაქ ბრუნში. ეს მცენარე ასევე შეიძლებოდა ჩამოეტენათ თურქეთის ჯარებს, როდესაც მათ უნგრეთის ოკუპაცია მოახდინეს. ამბობენ, რომ ქალაქ ბუდას ფაშას გარემში იმყოფებოდა მშვენიერი ილონკა, წარმოშობით უნგრელი. უნგრელმა მეომრებმა, ქალაქ ბუდას დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს ილონკა. ილონკამ მათ მადლიერების ნიშნად აჩუქა საოცარი მცენარის თესლი. მას შემდეგ ამბობენ, რომ უნგრელი ქალის ბაგეები ღვთიურ ცეცხლს აფრქვევენ.