კატალოგი
მინს პაი - საშობაო ღვეზელები
ბეჭდვა |
ღვიძლის ცხიმი კარგად გავხეხოთ. გავრეცხოთ და გავაშროთ ქიშმიში (ორივე სორტის) და ცხიმთან ერთად გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ვაშლი ძალიან წვრილად დავჭრათ. გავხეხოთ ლიმონის და ფორთოხლის კანები. ლიმონისა და ფორთოხლისაგან გამოვწუროთ წვენი და შევურიოთ დანაყილ ნუშს, სპეციებს და კონიაკს. მიღებული მასა მოვათავსოთ სუფთა მინის ჭურჭელში, გადავაფაროთ ცელოფანი და დავდგათ ცივ ადგილას 4 კვირით. შიგთავსის ეს რაოდენობა გათვლილია დაახლოებით 30-40 ღვეზელზე.
გამოცხობამდე 1 საათით ადრე მოვამზადოთ ფხვიერი ცომი. გავცრათ ფქვილი, დავამატოთ სოდა, მარილი და ცხიმი და მოვზილოთ ცომი (თუ საჭირო გახდა დავამატოთ ცოტა წყალი). გაბრტყელებამდე ცომი 1 საათით სიცივეში დავდგათ. შემდეგ ცომი თხელ ფირფიტად გავაბრტყელოთ (2-3 მმ სისქის). ღვეზელის ფორმებში მოვათავსოთ ცომი და ცომზე დავდოთ თითო ჩაის კოვზი შიგთავსი. ზემოდან დავასხათ ცომის თხელი ფენა, კიდეებზე წავუსვათ კვერცხის გული. ღვეზელები მოვათავსოთ საშუალო ტემპერატურამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 20-30 წუთის განმავლობაში.
ფხვიერი ცომის ნაცვლად შეგვიძლია ფენოვანიც გამოვიყენოთ.
მასალა:
ცომისათვის
300 გრამი ფქვილი
150 გრამი ღორის გადამდნარი ქონი
სოდა დანის პირზე
მარილი, წყალი
1-2 კვერცხის გული
შიგთავსისათვის
250 გრამი ღვიძლის ცხიმი
250 გრამი წვრილი ქიშმიში
250 გრამი ქიშმიში
250 გრამი ქიშმიში კურკების გარეშე
100 გრამი ცუკატები
50 გრამი დანაყილი ნუში
2 ცალი ვაშლი
½ ფორთოხალი
½ ლიმონი
½ ჩაის კოვზი დარიჩინი
½ ჩაის კოვზი მიხაკი
½ ჩაის კოვზი დანაყილი ნუში
მუსკატი დანის პირზე
½ არყის ჭიქა კონიაკი
მარილი დანის პირზე
პოპულარული რეცეპტი
ფქვილისა და მარილიანი წყლისაგან მოვ...
თეთრი პურის ნაჭრები დავჭრათ კუბიკებ...
კარტოფილი მოვხარშოთ, დავსრისოთ ან გ...
ქაშაყი წყალში დავალბოთ 1-2 დღით, შე...
ყველა კომპონენტი ავურიოთ ერთმანეთში...
ხაჭო გავწუროთ საცერში, შევურიოთ კვე...