კატალოგი
შეპერდსპაი - მწყემსური ღვეზელი
| ბეჭდვა |
კარაქში დარბილებამდე მოვხრაკოთ ხახვი, ნიორი და ნიახური. შემდეგ დავუმტოთ კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი, სოუსი, ოხრახუში, მარილი და პილპილი. კარტოფილის პიურე შევურიოთ კვერცხის გულებს და მოვათავსოთ ცხიმწასმულ ფორმაში 2-3 სმ სისქის ფენად. კარტოფილის მასის შუაში მოვათავსოთ ხორცის შიგთავსი და ზემოდან ისევ დავასხათ კარტოფილის პიურე. ვაცხოთ ღუმელში 30-35 წუთის განმავლობაში.
მასალა:
3 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი ცხვრის ხორცი
3 ჭიქა ჟარკოეს სოუსი
3 კვერცხის გული
3 ჭიქა კარტოფილის პიურე
2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ხახვი
¾ ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური
¼ ჭიქა წვრილად დაჭრილი ოხრახუში
1 კბილი გახეხილი ნიორი
½ ჩაის კოვზი მარილი
1/8 ჩაის კოვზი ახლად დანაყილი პილპილი
პოპულარული რეცეპტი

4 სუფრის კოვზი გახეხილი შოკოლადი გა...

ბოსტნეული გავასუფთავოთ და წვრილად დ...

გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითე...

უმი ჭარხლის ფოთოლი წვრილად დავჭრათ,...

ხორცს და სოკოს დავასხათ 1 ¼ ლიტრი წ...

დამბალ ღომის დავასხათ ½ ლიტრი წყალი...


