კატალოგი
გარეული ცხოველის ხორცისაგან მომზადებული კერძი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
მსხვილი, თეთრი ლობიო ჩავდგათ წყალში, რომ დარბილდეს, შემდეგ მოვხარშოთ მზადყოფნამდე. წიწაკის ღერები მსუბუქად შევათბოთ ღუმელში, გავასუფთავოთ კანისა და თესლისაგან, დავჭრათ ზოლებად. ხორცი დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად, შევწვათ ცხიმში ან წვრილად დაჭრილ სალასთან, ხახვთან და ნიორთან ერთად, შემდეგ დავუმატოთ ცოტა ფქვილი, შევწვათ ყავისფერი ფერის მიღებამდე, დავამატოთ წყალი ან ბულიონი. დავამატოთ ბულგარული წიწაკის ღერები, მარილი და შავი პილპილი. ვშუშოთ ხორცი მზადყოფნამდე. როდესაც ხორცი ბოლომდე დარბილდება, დავამატოთ წყლისაგან დაწურული ლობიო, ბევრი მქვანე ხახვი და ოხრახუში.
მასალა:
750 გრამი გარეული ცხოველის (კურდღელი, ირემი) ხორცი
250 გრამი თეთრი ლობიო
4-6 ღერი წიწაკა
2 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
ცხიმი ან სალა შესაწვავად
ფქვილი
მწვანე ხახვი ან ოხრახუში
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

კარტოფილი მოვხარშოთ, გავხეხოთ, დავა...

დილის სუსხის საათი...

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზ...

თევზის ფილე დავჭრათ თითის სისქის ზო...

ყველაფერი ერთად, ყველაფერი ერთად!...

10 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ გათეთრე...