კატალოგი
ერბო კვერცხი კომბოსტოთი
| ბეჭდვა |
კომბოსტო, ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში დავჭრათ ძალიან წვრილად, მოვაყაროთ მარილი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ ცხიმიან ტაფაზე; დავახუროთ თავსახური და ნელ ცეცხლზე კარგად მოვშუშოთ. შემდეგ მოვასხათ ათქვეფილი კვერცხი. კვლავ დავახუროთ თავსახური და გავაჩეროთ ცეცხლზე, ვიდრე კვერცხი შეიწვება. გადმოდგმის დროს ზემოდან მოვაყაროთ შავი პილპილი და სუფრაზე მიტანის წინ შეიძლება მოვასხათ არაჟანი.
მასალა:
კომბოსტო - 200 გრამი
კვერცხი - 3 ცალი
ერბო ან ზეთი - 2 სუფრის კოვზი
ხახვი - 1-2 თავი
არაჟანი, მწვანილი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...

ღომი კარგად გავრეცხოთ. ქვაბში გავაც...

გასუფთავებული ხახვის თავები მოვშუშო...

ფქვილს შევურიოთ მარილი, გავცრათ, და...

2 კვერცხი კარგად ავთქვიფოთ 1 ჩაის ჭ...

კარტოფილი გავხეხოთ წვრილ სახეხზე ან...


