კატალოგი
სოკო ნიგვზით
| ბეჭდვა |
სოკო დავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ, დავჭრათ სიგრძეზე და ჩავყაროთ ცივ წყალში. შემდეგ ხელით მაგრად გავწუროთ, მოვათავსოთ ფიცარზე და დანით წვრილად დავკეპოთ. ასევე წვრილად დავკეპოთ ხახვი. ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ ადუღებული წყალი და ვხარშოთ დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. წყალი რომ შეაშრება დავამატოთ ზეთი და ვშუშოთ. შემდეგ გადმოვიღოთ ლანგარზე. მოვაყაროთ წმინდად დანაყილი ნიგოზი, წიწაკა, მარილი, ქინძი, კარგად ავურიოთ და მივიტანოთ მაგიდაზე.
მასალა:
სოკო - 1 კილოგრამი
ხახვი - 4-5 თავი
ზეთი - 3 სუფრის კოვზი
ნიგოზი - 1,5 ჩაის ჭიქა
ქინძი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...

გასუფთავებული, მსუქანი ქათამი დავჭრ...

დაჭრილ ქათამს მოვაყაროთ მარილი, შავ...

ძროხის ახალი, მსუქანი ცურები გავასუ...

კვერცხის ცილას მოვაყაროთ მარილი და ...

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი ხორცი დავ...


