კატალოგი
ახალი თეთრი სოკო ნიგვზით
| ბეჭდვა |
ახალი, თეთრი სოკო გავარჩიოთ, გავრეცხოთ ცივ წყალში, მოვაყაროთ მარილი, დავალაგოთ ტაფაზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად. როდესაც საკმარისად შეიწვება, ისე, რომ სოკო ოდნავ შეწითლდება, გამოვიღოთ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად და მოვათავსოთ ღრმა, ფართო ჭურჭელში. შემდეგ დავაყაროთ წმინდად დაკეპილი ხახვი ან მწვანე ხახვი, ქინძი, კამა, ოხრახუში და წმინდად დანაყილი ნიგოზი. დავასხათ სოკოს შეწვის დროს მიღებული წვენი - არეული ღვინის ძმარში. დავუმატოთ ცოტა შავი პილპილი, კარგად ავურიოთ და მოვათავსოთ თეფშზე. ზემოდან მოვაყაროთ წმინდად დაკეპილი ოხრახუში ან კამა.
მასალა:
სოკო - 500 გრამი
ნიგოზი - ¾ ჩაის ჭიქა
ხახვი (ან მწვანე ხახვი) - 1-2 თავი (5-6 ძირი)
მწვანილი - 4-4 ძირი
ძმარი, პილპილი, მარილი - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...

კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ გახე...

ხახვი და ნიორი წვრილად დავჭრათ და მ...

გრძელი მენიუ...

კარგად გასუფთავებული ქათამი დავჭრათ...

ქაშაყი გავასუფთავოთ, გამოვაცალოთ ში...


