კატალოგი
აჯაფსანდალი (მეორენაირად)

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; კარტოფილი გავთალოთ და დავჭრათ; ხახვი დავკეპოთ წვრილად; პამიდორს მოვაცილოთ კანი და დავჭყლიტოთ; რეჰანი, ქონდარი, ქინძი, ოხრახუში, კამა, მწვანე წიწაკა გავარჩიოთ, დავჭრათ წმინდად.
ქვაბში ფენებად ჩავაწყოთ ხახვი, ბადრიჯანი, პამიდორი, კარტოფილი, მწვანილი. ასე გავიმეოროთ, სანამ მასალა გვეყოფა. დავასხათ ზეთი (ან ერბო), დავახუროთ ქვაბს სახურავი და ვხარშოთ, სანამ მზად არ იქნება.
მასალა:
ბადრიჯანი - 500 გრამი
ხახვი - 4-5 თავი
პამიდორი - 500 გრამი
კარტოფილი - 500 გრამი
მწვანილი - 4-4 ძირი
ზეთი (ან ერბბო) - 0,5 ჩაის ჭიქა
მარილი, წიწაკა - გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი

ცხვრის ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ...

მოვზილოთ მაგარი ცომი თბილი წყლით და...

გადარჩეული, გარეცხილი ხენდრო დავჭყლ...

ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამ...

კარგად გასუფთავებული ქათამი ჩავდოთ ...

კვერცხის გულები კარგად ავთქვიფოთ; ც...