კატალოგი
ინდაურის ან ქათმის საცივი
ბეჭდვა |
გასუფთავებული, გარეცხილი ფრინველი ქვაბში მოვათავსოთ, დავასხათ წყალი, დავადგათ ცეცხლზე და ნახევრად მოვხარშოთ. მერე ამოვიღოთ წვენიდან, დავდოთ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ბულიონს მოვხადოთ ცხიმი და მასში მოვშუშოთ ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული ხახვი. შუშვის დროს დავამატოთ ბულიონიდან მოხდილი ცხიმი და თან ვურიოთ რომ არ დაიწვას. როცა ოდნავ ვარდისფერს მიიღებს ჩავასხათ ბულიონში.
ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გავატაროთ.
ყვითელი ყვავილი (ზაფრანა) კარგად დავნაყოთ მარილთან ერთად, ჩავანაყოთ ნიორი, ავურიოთ ნიგოზში და ხელით ვსრისოთ, სანამ საკმაო რაოდენობის ზეთს არ გამოვხდით. ცალკე დავნაყოთ ნიგოზთან ერთად უცხო სუნელი, დარიჩინი, მიხაკი, ქინძის მარცვლები, წიწაკა.
ყველაფერი ეს გავხსნათ თბილ ბულიონში, კარგად მოვურიოთ, გავატაროთ საცერში და დავდგათ ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
ორი კვერცხის გული გავხსნათ ერთ სუფრის კოვზ ძმარში და როცა საცივი თითქმის მზად იქნება, ნელა ჩავასხათ და თან სულ ვურიოთ, რომ არ აგვეჭრას. ადუღებამდე ჩავაწყოთ შიგ ნაჭრებად დაჭრილი შემწვარი ინდაური და ქათამი და წამოდუღებისთანავე გადმოვდგათ ცეცხლიდან. ღოცა მზად იქნება საცივი ამოვიღოთ ლანგარზე და სუფრაზე მიტანის წინ მოვასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი.
მასალა:
ინდაური ან ქათამი
ნიგოზი- 500-500 გრამი
ხახვი- 4-5 თავი
ზაფრანა- 2 ჩაის კოვზი
უცხო სუნელი- 4 ჩაის კოვზი
ხმელი ქინძი- 2 ჩაის კოვზი
მიხაკი- 3-4 ცალი
დარიჩინი- 1 ჩაის კოვზი
ნიორი - 4 კბილი
ძმარი- 1 სუფრის კოვზი
ნახარში წვენი- 10 ჩაის ჭიქა
მარილი, წიწაკა- გემოვნებით
პოპულარული რეცეპტი
გასუფთავებული, გარეცხილი თართის ან ...
ნიახური გავასუფთავოთ, გავხეხოთ წვრი...
ერთმანეთს შევურიოთ 3 პორცია რომი და...
ისპანახი დავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვხ...
მარილიან წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გ...
მოხარშული, მსუქანი ძროხის ხორცის რბ...