კატალოგი
სოუსი ჩემბერლენი
| ბეჭდვა |
ლიმონს და ფორთოხალს ჩამოვათალოთ ძალინ თხელი კანის ფენა ისე, რომ არ აგვყვეს თეთრი რბილობი. გამოვწუროთ ხილს წვენი და გავწუროთ. კანი ვხარშოთ წყალში 5 წუთის განმავლობაში და გავწუროთ საწურში. დავამატოთ ღვინის ძმარი, ღვინო, მოცვის ჟელე, მდოგვი, პილპილი, მარილი და წვენი. ყვეაფერი ერთად ვადუღოთ 3 წუთის განმავლობაში. როდესაც სოუსი შეგრილდება, შეგვიძლია დავამატოთ წვრილად დაჭრილი ალუბალი.
მასალა:
1 ლიმონის წვენი და კანი
1 ფორთოხლის წვენი და კანი
4 სუფრის კოვზი პორტვეინი
4 სუფრის კოვზი წყალი
2 სუფრის კოვზი მოცვის ჟელე
2 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი
½ სუფრის კოვზი მდოგვი
მარილი დანის პირზე
სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ 60 გრამი დაშაქრული, წვრლად დაჭრილი ალუბალი
პოპულარული რეცეპტი

ჩავასხათ ქვაბში წყალი, ჯერ კიდევ ად...

ხახვი წვრილად დავჭრათ და სალას კუბი...

თევზი გამოვშიგნოთ, გავრეცხოთ და გავ...

პური დავჭრათ კუბიკებად. ღვიძლი, სალ...

ლობიო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და გავშა...

ბრინჯი ვხარშოთ წყალში 10 წუთის განმ...


