კატალოგი
ხბოს თირკმელისაგან მომზადებული კერძი
| ბეჭდვა |
ხბოს ხორცი და წყალში კარგად დამბალი თირკმელები დავჭრათ კუბიკებად, ამოვავლოთ ფქვილში და შევწვათ ცხიმში ხახვის რგოლებთან და სტაფილოს ნაჭრებთან ერთად. მოვაყაროთ მარილი, პილპილი, შემდეგ ცოტა ხანი კიდევ ვშუშოთ. სურვილისამებრ შეგვიძლია დავამატოთ ცოტა წყალი და ხორცის ბულიონი. შემდეგ მოვზილოთ ცომი და დავდგათ ცივ ადგილას ½ საათით. ფორმას წავუსვათ ცხიმი და მისი 2/3 შევავსოთ ცომით, შემდეგ ჩავაწყოთ ცოტა შეგრილებული ხორცი და ზემოდანაც ცომი დავასხათ. ზემოდან წავუსვათ კვერცხის გული და შევდგათ ღუმელში 20-30 წუთით.
მასალა:
ცომისათვის
250 გრამი ფქვილი
60 გრამი გადამდნარი ქონი
2 ცალი კვერცხი
მარილი
1 კვერცხის გული
შიგთავსისათვის
3 ცალი ხბოს თირკმელი
500 გრამი ხბოს ხორცი
100 გრამი გადამდნარი ქონი
2 თავი ხახვი
1 ცალი სტაფილო
მარილი
პილპილი
პოპულარული რეცეპტი

შევარჩიოთ ახალი კომბოსტოს საშუალო ზ...

ხორცს და სალას დავასხათ 2 ლიტრი ცივ...

მოვამზადოთ ფქვილი, მარილი, თბილი წყ...

გასუფთავებული, გარეცხილი, მსუქანი ქ...

ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...


