კატალოგი
გარეული ცხოველების ხორცისაგან მომზადებული რაგუ ავღანურად
კარაქი გავაცხელოთ და შევწვათ მასში კუბიკებად დაჭრილი ხახვი და ხორცი. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ თესლისაგან გასუფთავებული და რგოლებად დაჭრილი ტკბილი წიწაკა, შუაზე გაჭრილი ატმები (უკურკო), შავი ქლიავი (უკურკო) და სპეციები. ყველაფერი ეს შევბრაწოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ, 5 წუთის შემდეგ დავამატოთ მჟავე რძე (მან უნდა დაფაროს ხორცი). შევდგათ ღუმელში და ვშუშოთ მზადყოფნამდე. შუშვის ბოლოს რძე უნდა ამოშრეს. მასალა: 500-750 გრამი გარეული ცხოველის ხორცი 1 მსხვილი თავი ხახვი 1 ღერი ტკბილი წიწაკა 4 ცალი გათლილი ატამი ან 4 ცალი მშრალი გარგარი 8 ცალი შავი ქლიავი ¼ ჩაის კოვზი დარიჩინი ცოტა შაქარი ½ ჩაის კოვზი მარილი ¼ ჩაის კოვზი შავი პილპილი 1/3 ჩაის კოვზი დანაყილი კოჭა ½ - ¾ ლიტრი მჟავე რძე 2 სუფრის კოვზი კარაქი ან მცენარეული ზეთი