კატალოგი
ოლა პოდრიგა
ბეჭდვა |
ხორცს და სალას დავასხათ 2 ლიტრი ცივი წყალი და დავდგათ ცეცხლზე, ½ საათის შემდეგ დავამატოთ ღამით დამბალი მწვანე მუხუდო და სპეციები. როდესაც ხორცი თითქმის მზად იქნება, დავამატოთ გასუფთავებული და წვრილად დაჭრილი სტაფილო, კარტოფილი, ხახვი, ნიორი და თხელ ზოლებად დაჭრილი კომბოსტო. 10 წუთის შემდეგ დავამატოთ დაჭრილი პამიდორი. ყველაფერი ერთად ვხარშოთ მზადყოფნამდე. შემდეგ ხორცი ამოვიღოთ, მოვაშოროთ ძვალს. ძეხვი დავჭრათ ნაჭრებად, დავამატოთ ბოსტნეულს და კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ სუპი. მზა კერძს მოვაყაროთ ოხრახუში ან გახეხილი ყველი.
მასალა:
5-6 პორციაზე
250 გრამი ძროხის ხორცი ძვლიანად
150 გრამი ღორის ხორცი
150 გრამი ხბოს ან ცხვრის ხორცი
150 გრამი სალა
1-2 ცალი შებოლილი ძეხვი
150 გრამი მუხუდო
½ თავი სავოის კომბოსტო
350 გრამი სტაფილო
4 ცალი კარტოფილი
½ მცირე ზომის ნიახურის ძირი
2 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
2-3 ცალი პამიდორი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
5-6 მარცვალი შავი პილპილი
მარლი
2-4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში ან გახეხილი ყველი
პოპულარული რეცეპტი
წყალში ჩავყაროთ შაქარი და კოჭა და ვ...
საზამთროს კანი მოვამზადოთ ჩვეულებრი...
ქოქოსის კაკალს დავასხათ ნახევრად წყ...
კვერცხები ავთქვიფოთ, დავამატოთ გახე...
15 კვერცხის ცილა გავთქვიფოთ კარგად,...
ყველა პროდუქტი ავურიოთ ერთმანეთში დ...