კატალოგი
თევზი ინდონეზიურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში, ½ თავი ხახვი დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწოთ ღია ოქროსფერი ფერის მიღებამდე. დავამატოთ ცოტა ქათმის ბულიონი. ბრინჯს გადავასხათ ცივი წყალი, წყალს ვაცალოთ დაწურვა, შევურიოთ სოუსი, მოვაყაროთ მარილი და გავაცხელოთ. თევზის ფილე გავჭრათ 10 ნაწილად, მოვასხათ ლიმონის წვენი, გავაჩეროთ ნახევარი საათი, შემდეგ მომზადებულ თევზის ნაჭრებს მოვაყაროთ მარილი, ამოვავლოთ ნაღებში და შემდეგ ფქვილში, შევბრაწოთ დიდი რაოდენობით ცხიმში მოოქროსფრო-მოყავისფრო ფერის გაჩენამდე. ბრინჯი გავაფორმოთ შემწვარი ბანანის ნაჭრებითა და ხახვის რგოლებით, და სუფრაზე კეტჩუპთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
2 პორციაზე
200 გრამი თევზი
400 გრამი თევზის ფილე
½ ჭიქა კიბორჩხალა
მცირე რაოდენობის ქათმის ბულიონი
2-3 თავი ხახვი
½ ლიმონი
3 სუფრის კოვზი ნაღები
ფქვილი
შესაწვავად საჭირო ცხიმი
მარილი
1 ცალი ბანანი
კეტჩუპი
პოპულარული რეცეპტი

კომბოსტო დავჭრათ წვრილად, დავაყაროთ...

გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა...

ექვსი კვერცხის ცილა კარგად გავთქვიფ...

თეთრი, საღი ნიგოზის ლებანი გავჭრათ ...

ნიგოზის (სასურველია თეთრი და საღი) ...

ცოტა შემწიფებული სახრავი ატამი გავფ...