კატალოგი
ნასი გორენ - შემწვარი ბრინჯი
ბეჭდვა |
მოხარშულ წყალში მოვხარშოთ ბრინჯი, გადავიტანოთ საწურზე და წყალს ვაცალოთ დაწურვა. თუ ამ დროისათვის ხორცი მზად არ იქნება, ბრინჯს გადავაფაროთ ხელსახოცი და დავდგათ მდუღარე წყლიან ჯამზე, რომ ბრინჯი არ გაცივდეს. ხორცი გავაცხელოთ, ხახვი წვრილად დავჭრათ, წიწაკაც დავჭრათ თხელ რგოლებად. დავამატოთ ნიორი და ყველაფერი ერთად მოვხრაკოთ. ამას დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ხორცი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, ისევ შევბრაწოთ, შემდეგ კი დავამატოთ ბრინჯი და კიბორჩხალის ხორცი, რომელიც ოდნავ უნდა დავამარილოთ და დავამატოთ ცოტა შაქარი. ყველაფერი ერთად ვწვათ არა უმეტეს 5 წუთისა. შემწვარ ბრინჯთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ საღი კიტრის ნაჭრები, პამიდორი ან კვერცხი, ზემოდან კი შეგვიძლია დანაყილი თხილი მოვაყაროთ.
მასალა:
2 ჭიქა ბრინჯი
2 თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
1-2 ღერი ტკბილი წიწაკა
300 გრამი ქათმის ხორცი
1 კონსერვირებული ქილა კიბორჩხალა ან 250 გრამი მოშუშული თევზი (სურვილისამებრ)
1 ჩაის კოვზი წითელი პილპილი
მარილი
ლიმონის წვენი
ცოტა შაქარი
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
პოპულარული რეცეპტი
250 გრამი რძე მსუბუქად შევათბოთ და ...
ხახვი შევბრაწოთ 1 სუფრის კოვზ მცენა...
ახალი მწვანე ლობიო დავარჩიოთ, დავამ...
კვერცხის გულები ავთქვიფოთ შაქართან ...
გასუფთავებული, გარეცხილი, ნაჭრებად ...
ხორცი დავჭრათ 2X4 სმ ზომის ნაჭრებად...