კატალოგი
ბამი
ბეჭდვა |
2 კვერციხის, ცოტა მარილის და 2 სუფრის კოვზი წყლისაგან მოვამზადოთ მასა ომლეტისათვის და გავაჩეროთ. თხილი ჩავყაროთ მდუღარე წყალში და ვხარშოთ 10 წუთის განმავლობაში. ღრმა ტაფაში გავაცხელოთ 3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი, ჩავაწყოთ მასში წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და კუბიკებად დაჭრილი ხორცი. პამიდორს მოვასხათ მდუღარე წყალი და მოვაშოროთ კანი. სოკო დავჭრათ თხელ ნაჭრებად, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, დაჭრილი წიწაკა, ყველაფერი ავურიოთ ხორცში და ვშუშოთ 20-30 წუთის განმავლობაში. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევურიოთ გაციებული და გამშრალი თხილი. ომლეტისათვის მომზადებულ მასას მოვაყაროთ მარილი და პილპილი და შევბრაწოთ დარჩენილ ცხიმში. ომლეტი დავჭრათ თხელ ნაჭრებად. ხორცი და ბოსტნეული გადავიტანოთ შემთბარ ღრმა ჯამში და გავაფორმოთ ომლეტი ნაჭრებით (ნაჭრები ჯვარედინად უნდა დავაწყოთ). მოვაყაროთ მწვანილი და მოვასხათ ლიმონის წვენი.
მასალა:
250 გრამი თხილი
2 დიდი თავი ხახვი
2 კბილი ნიორი
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
250 გრამი ღორის ხორცი
500 გრამი პამიდორი
1 მუჭა სოკო
2 ღერი მწვანე ხახვი
2 ღერი წიწაკა
2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
2 ცალი კვერცხი
½ ლიმონის წვენი
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
კარაქი კარგად გავთქვიფოთ გათეთრებამ...
შამპინიონები გავასუფთავოთ და გავრეც...
დოთი მოვხარშოთ მანანის ფაფა, დავამა...
მჟავე რძეში გავხსნათ წყალი, დავამატ...
მუხუდოს ან წინასწარ დამბალ თეთრ ლობ...
გადარჩეული, გარეცხილი, მაგარი, წითე...