კატალოგი
ნამცხვარი ტიუნი
| ბეჭდვა |
ბრინჯი 5 სათის განმავლობაში წყალში დავალბოთ, შემდეგ კარგად გავრეცხოთ, გავაშროთ და მოვაყაროთ მარილი (1 კოვზი). ღამით დამბალი ლობიო გავრეცხოთ, გავასუფთავოთ, გადავასხათ მდუღარე წყალი და ვაცალოთ დაწურვა. ლობიო დავნაყოთ და დავამატოთ 1 ჩაის კოვზი მარილი. ღორის ხორცი წვრილად დავჭრათ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, თევზის სოუსი, მარილი და პილპილი.
ავიღოთ რამდენიმე ცალი კომბოსტოს ფოთოლი და მოვათავსოთ მათზე ბრინჯის პორციები, გავასწოროთ, ბრინჯს დავადოთ ლობიოს ფენა და ასევე გავასწოროთ, შემდეგ დავადოთ ღორის ხორცის მასა, შემდეგ ისევ ლობიო და ზემოდან ბრინჯი. ფოთლები გადავახვიოთ და გადავუჭიროთ ძაფი. ვხარშოთ 10-12 წუთი. შემდეგ ამოვიღოთ წყლიდან და მოვათავსოთ პრესის ქვეშ, რომ წყლისაგან დაიწუროს. სუფრაზე მარილიან ხახვთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
6-8 პორციაზე
600 გრამი ბრინჯი
125 გრამი ღორის ხორცი
დანაყილი პილპილი დანის პირზე
1 სუფრის კოვზი თევზის სოუსი
350 გრამი თეთრი ლობიო
2 არასრული სუფრის კოვზი მარილი
1 თავი საშუალო ზომის ხახვი
კომბოსტოს ფოთლები
პოპულარული რეცეპტი

მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ...

გრძლად დაჭრილი პატარა ზომის ბადრიჯნ...

მსუქანი ცხვრის ან ბატკნის ხორცი (რო...

მარგარინი გავადნოთ ტაფაზე, მოვხრაკო...

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხ...

ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრება...


