კატალოგი
იუდზუ ხაო მინ - შემწვარი მაკარონი
მაკარონი ვხარშოთ 5 წუთის განმავლობაში (ის არ უნდა ჩაიშალოს), გადავიტანოთ საწურზე და გადავასხათ თბილი წყალი. ხორცი დავჭრათ თხელ ზოლებად. გავხსნათ სახამებელი და დავამატოთ მას სოუსის სხვა კომპონენტები. ნახევარი პორცია კარაქი გავაცხელოთ ტაფაზე. კარგად გამშრალი მაკარონი გადავიტანოთ ჯამში, შემდეგ დავასხათ ზეთი. გადავიტანოთ მაკარონი ტაფაზე და 3 წითით დავდგათ ცეცხლზე, დროდადრო ჭურჭელი ვანჯღრიოთ. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან. დარჩენილი ზეთი გავაცხელოთ, დავამატოთ ხორცი და სოკო, ისპანახი და წვრილად დაჭრილი მჟავე კიტრი. სწრაფად შევბრაწოთ, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. დავამატოთ სოუსი. ვშუშოთ მანამდე, სანამ ხორცი არ შეიცვლის ფერს, დავაწყოთ მაკარონზე და სუფრაზე ბოსტნეულთან ერთად მივიტანოთ. მასალა: 2 პორციაზე 200 გრამი მაკარონი 125 გრამი ღორის ხორცი 1 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 1 ჩაის კოვზი სიმინდის სახამებელი 6-8 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი ½ ჭიქა წვრილად დაჭრილი მოხარშული სოკო 15 ცალი ისპანახის ფოთოლი 1 ცალი საშუალო ზომის მჟავე კიტრი სოუსისათვის 1 სუფრის კოვზი მწვანილი სუპისათვის 3 ჩაის კოვზი დესერტის ღვინო 1 არასრული ჩაის კოვზი მარილი შაქარი დანის პირზე