კატალოგი
ცხვრის ხორცის ფლავი
| ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწოთ. დავაამტოთ ნიორი, მსხვილად დაჭრილი ხახვი და ცოტა წყალი, ხორცის მზადყოფნამდე ცოტა ხნით ადრე კი დავამატოთ გარეცხილი და გამშრალი ბრინჯი. როგორც კი ბრინჯი გაბნევას დაიწყებს, დავამატოთ ტომატ-პასტა და სპეციები, დავამატოთ ცოტა მდუღარე წყალი და დავდგათ ნელ ცეცხლზე, დავახუროთ თავსახური (დროდადრო ვასხათ ცოტა მდუღარე წყალი). როგორც კი ფლავი მზად იქნება, დავამატოთ გარეცხილი ქიშმიში და ნუში, ასევე წვრილად დაჭრილი მწვანილი. გავახვიოთ პირსახოცში და დავდგათ თბილ ადგილას, სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
500 გრამი ცხვრის ხორცი
1 ½ ჭიქა ბრინჯი
½ ჭიქა მცენარეული ზეთი (თუ ხორცი ცხიმიანია, მაშინ ნაკლები)
1 სუფრის კოვზი ტომატ-პასტა
3 თავი ხახვი
1 კბილი ნიორი
3 სუფრის კოვზი ქიშმიში
2 სუფრის კოვზი გასუფთავებული ნუში
პილპილი, მარილი
ცოტა შაქარი
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
წყალი ან ხორცის ბულიონი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

ხორცი დავჭრათ კვერცხის ზომის ნაჭრებ...

ერთ ჩაის ჭიქა ვაშლის წვენში ჩავასხა...

ვაშლი გავთალოთ, გამოვაცალოთ გული და...

კვერცხი კარგად გავთქვიფოთ, ავურიოთ ...

საფანელის, დაჭრილი ნივრის, ოხრახუში...


