კატალოგი
იმამ ბაილდი - ბადრიჯანი დაჭრილ ხორცთან ერთად
ბეჭდვა |
მშრალი ბადრიჯანი შევდგათ ცხელ ღუმელში, რომ კანი დანაოჭდეს, შემდეგ კანი უნა მოვაშოროთ. ბადრიჯანი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიგვეწვას! გარდა ამისა, ბადრიჯანი არ უნდა გავთალოთ მეტალის დანით (ამის გამო შეიძლება ფერი შეიცვალოს). გასუფთავებული ბადრიჯანი სიგრძეზე დავჭრათ ზოლებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ. წვრილად დაჭრილი ხახვი და ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ცხიმში. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან, დავამატოთ ცოტა პილპილი და წვრილად დაჭრილი ოხრახუში. ბადრიჯანი მსუბუქად გავწუროთ და გავაშროთ. ბადრიჯნის თითოეული ნაჭერი ამოვავლოთ ფქვილსა და კვერცხში და შევწვათ გაცხელებულ ცხიმში. ფორმაში მოვათავსოთ ბადრიჯნის ფენა, ზემოდან - დაჭრილი ხორცი, შემდეგ ისევ ბადრიჯანი და ხორცი და ასე გავაგრძელოთ ბოლომდე (ზედა ფენა ბადრიჯნის უნდა იყოს). დარჩენილი 5 ცალი კვერცხი ავთქვიფოთ რძესთან ერთად და ეს მასა მომზადებულ კერძს დავასხათ. ფორმა ღუმელში დაახლოებით 1-1 ½ საათით შევდგათ (ზედაპირზე მოოქროსფრო-ყვითელი ქერქი უნდა გაჩნდეს). იმამ ბაილდი სუფრაზე პირდაპირ ფორმით მივიტანოთ, ასევე მივიტანოთ მწვანე სალათა.
მასალა:
3 ცალი მსხვილი ბადრიჯანი
400 გრამი ღორის ხორცი
400 გრამი ძროხის ხორცი
6 ცალი კვერცხი
180 გრამი ცხიმი ან მცენარეული ზეთი
3/8 ლიტრი რძე
1 თავი ხახვი
3 ცალი პამიდორი
ფქვილი
მარილი, პილპილი
დაჭრილი ოხრახუში
პოპულარული რეცეპტი
საშუალო სიდიდის ქათამი დავჭრათ ნაჭრ...
ხორბლის ბურღული მოვამზადოთ ისევე, რ...
კიტრი გავთალოთ, გავჭრათ სიგძეზე, გა...
ეკალა გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარო...
პამიდორი, ხახვი, ტკბილი წიწაკა და მ...
ჭურჭელში მოვათავსოთ გადარჩეული მაყვ...