კატალოგი
ბანანის პუდინგი

ბეჭდვა ![]() |
![]() |
ავთქვიფოთ კარაქი, შაქარი და კვერცხის გულები. ბანანი გავასუფთავოთ, დავსრისოთ ჩანგლით, დავამატოთ ლიმონის წვენი და კომბაინით ავთქვიფოთ მომზადებულ მასასთან ერთად. დავამატოთ ანანასის წვენი და საფანელი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. ავთქვიფოთ კვერცხის ცილა შაქართან ერთად და ფრთხილად დავამატოთ საერთო მასას. ყველაფერი მოვათავსოთ სპეციალურ, კარაქწასმულ ფორმაში, შევდგათ გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ 30-40 წუთის განმავლობაში საშუალო ტემპერატურაზე. სუფრაზე ცხლი ან ცივი მივიტანოთ წითელ ღვინოსთან ერთად.
მასალა:
5 სუფრის კოვზი კარაქი
5 სუფრის კოვზი შაქარი
2 ცალი კვერცხი
4 ცალი მწიფე ბანანი
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი
1 ჭიქა საფანელი
2 ჭიქა ანანასის წვენი
ცოტა კარაქი ან მარგარინი
პოპულარული რეცეპტი

ერბო-კვერცხი მოვათავსოთ თეფშზე, მოვ...

კვერცხის გულები ავთქვიფოთ კარაქთან ...

ყველა კომპონენტი დავჭრათ ზოლებად, მ...

რუსული სალათა...

სამი მთლიანი კვერცხი ავთქვიფოთ ერთ ...

ლიმონს და ფორთოხალს ჩამოვათალოთ ძალ...