კატალოგი
თევზი ქოთანში ოხრიდულად
| ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ და მოვხრაკოთ ცხიმში. გადავიტანოთ ქოთანში, დავამატოთ წითელი პილპილი, წყალი და უმი კარტოფილი. როდესაც კარტოფილი დარბილდება (თუ საჭირო გახდა, დავამატოთ ცოტა წყალიც), ტომატ-პასტა, შემდეგ კი ნაჭრებად დაჭრილი კიტრი და კუბიკებად დაჭრილი თევზი. მოვაყაროთ მარილი, დავამატოთ ნაღები, დავახუროთ ქოთანს თავსახური და დავდგათ მოსაშუშად. სუფრაზე მიტანის წინ მოვაყაროთ მწვანე ხახვი.
მასალა:
2 პორციაზე
500 გრამი ზღვის თევზი
1 თავი ხახვი
კარაქი ან მარგარინი
2-3 ცალი კარტოფილი
1-2 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე
2 ცალი მცირე ზომის მჟავე კიტრი
2-3 სუფრის კოვზი ნაღები
წითელი პილპილი დანის პირზე
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
1 ჭიქა წყალი
პოპულარული რეცეპტი

თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვა...

გავაგრძელოთ შუშვა. დავასხათ მდუღარე...

წყლის წიწმატის ყვავილები გავრეცხოთ ...

საფუარი გავხსნათ თბილ რძეში, დავამა...

ბრინჯი გავარჩიოთ, გავრეცხოთ, ჩავყარ...

შევბრაწოთ პურის ნაჭრები, წავუსვათ კ...


