კატალოგი
კასულე - ლობიო ქოთანში
ბეჭდვა |
კერძის მომზადების წინა ღამეს ღორის ბარკალს მოვაშოროთ კანი, დავჭრათ, დავასხათ წყალი და თავდახურული დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე 3 საათით. ლობიო ღამით დავალბოთ ოდნავ მარილიან წყალში. მომდევნო დღეს შევურიოთ ერთმანეთს წინა ღამით მოხარშული კანი და დარბილებული ლობიო, დავასხათ კანის ხარშვისაგან დარჩენილი ბულიონი და წყალი, რომელშიც ლობიო ლბებოდა და დავდგათ მოსახარშად. ცხვრის ხორცი დავყოთ ნაწილებად და შევწვათ გადამდნარ ქონში. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და დასრესილი ნიორი, დავახუროთ თავსახური და დავდგათ მოსაშუშად. 2 საათის შემდეგ ლობიოს დავამატოთ მარილი, პილპილი, ტიმიანი, დაფნის ფოთოლი და მრგვალად დაჭრილი სტაფილო. როდესაც ლობიო და ხორცი მზად იქნება შევურიოთ ერთმანეთს, დავუმატოთ ღვინო და დარჩენილი ცხიმი და კერძი კიდევ 20 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. სოუსი უნდა შესქელდეს, მაგრამ ისე, რომ გადაფაროს ლობიო და ხორცი. ძეხვი დავჭრათ ნაჭრებად და შევბრაწოთ ტაფაზე. ყველა პროდუქტი გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში (უმჯობესია ქოთანში), მოვაყაროთ მწვანილი, კიდევ ერთხელ მოვაყაროთ მარილი და პილპილი და 1 საათით შევდგათ ღუმელში. თუ ზემოდან გაჩნდება ქერქი, უნდა მოვაშოროთ. ზედმეტი სითხე უნდა აორთქლდეს. ლობიო სუფრაზე ქოთნით მივიტანოთ.
მასალა:
500 გრამი თეთრი ლობიო
250 გრამი ღორის ბარკლის კანი
250 გრამი ცხვრის ან ღორის ხორცი
100 გრამი ნივრიანი ძეხვი
3 თავი ხახვი
2 ცალი სტაფილო
80 გრამი ბატის ცხიმი ან გადამდნარი ქონი
მარილი, პილპილი
ტიმიანი
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 კბილი ნიორი
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი
1 ჭიქა თეთრი ღვინო
პოპულარული რეცეპტი
ვიჩინა წვრილად დავჭრათ, კვერცხები ა...
გარეცხილი, კურკაგაცლილი გარგარი ჩავ...
სტაფილო დავჭრათ სიგრძეზე, მწვანე ხა...
გასუფთავებული, გარეცხილი რომელმე ფრ...
ახალი, წითელწინწკლებიანი კალმახი გა...
შევარჩიოთ სიმწიფეში შესული საღი მწვ...