კატალოგი
ცხვრის ხორცის კატლეტები ხახვის სოუსით
| ბეჭდვა |
ხახვი წვრილად დავჭრათ და ოდნავ შევაწითლოთ კარაქში. შემდეგ დავამატოთ ტომატ-პასტა, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავამატოთ ცოტა ხორცის ბულიონი (ასევე შეგვიძლია დავამატოთ მცირე რაოდენობის წყალი) და მაღალ ცეცხლზე წამოვადუღოთ, ხახვი - კარგად უნდა ჩაიხარშოს. მიღებული პიურე გავატაროთ საცერში.
კატლეტები შევბრაწოთ ორივე მხრიდან კარაქში, კარგად გაცხელებულ ტაფაზე, მოვააყროთ მარილი და პილპილი. თითოეულ კატლეტს ზემოდან მოვასხათ მომზადებული სოუსი და სუფრაზე მაშინვე მივიტანოთ. გარნირად შეგვიძლია მივიტანოთ შემწვარი კარტოფილი ან მოხარშული ბრინჯი.
მასალა:
4 ცალი ცხვრის ხორცის კატლეტი
შესაწვავად საჭრიო ცხიმი
500 გრამი ხახვის, 1 სუფრის კოვზი კარაქის ან მარგარინის, 1 ჩაის კოვზი ტომატ-პასტის სოუსი
მარილი და პილპილი გემოვნებით
ცოტა ხორცის ბულიონი
პოპულარული რეცეპტი

ბრინჯს დავასხათ დიდი რაოდენობით მარ...

შაქარი ავსრისოთ კარაქთან ერთად, დავ...

ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...

იქ, სადაც კერძებს ნაკვერჩხალზე ამზა...

თეთრი პურის ფქვილით, კვერცხითა და ც...

ჩაი ნაზი დელიკატური პროდუქტია და მი...


