კატალოგი
კარპი პოლონურად

ბეჭდვა ![]() |
![]() |
კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმარი, დავამატოთ დაჭრილი ხახვი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი და დავტოვოთ ½ საათით. ბოსტნეული წვრილად დავჭრათ, დავუმატოთ სპეციები, დავასხათ ½ ლიტრი მარილიანი წყალი და ვადუღოთ ნელ ცეცხლზე 40 წუთის განმავლობაში, შემდეგ გავწუროთ. ლუდი, ორცხობილა, ქიშმიში და დანაწევრებული ნუში მოვათავსოთ ქვაბში ბოსტნეულის ნახარშთან ერთად და წამოვადუღოთ. ამავე ნახარშში მოვათავსოთ კარპის ნაჭრები და ვხარშოთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთის განმავლობაში. ხარშვის ბოლოს შეგვიძლია დავამატოთ წითელი ღვინო. სუფრაზე მოხარშულ კარტოფილთან ერთად მივიტანოთ.
მასალა:
1 საშუალო ზომის კარპი
2 სუფრის კოვზი ძმარი
1 თავი ხახვი
1-2 ცალი სტაფილო
1 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ღერი ოხრახუში
ნიახურის ღერი
ლიმონის ცედრა
3 მარცვალი შავი პილპილი
2 ცალი მიხაკი
½ ლიტრი მუქი ლუდი
30 გრამი ქიშმიში და ნუში
50 გრამი ორცხობილა (სუხარი)
½ ჭიქა წითელი ღვინო
პოპულარული რეცეპტი

ღორის ნაწლავები კარგად გავრეცხოთ, რ...

ხორცი დავჭრათ კუბიკებად და შევბრაწო...

600 გრამ შაქარს დავუმატოთ 5 ცალი ლი...

ნიგოზი დავნაყოთ, გამოვხადოთ ზეთი, ჩ...

შევარჩიოთ ქორფა ჯონჯოლი, გაუშლელი ყ...

საქონლის ტვინს გადავავლოთ მდუღარე წ...