კატალოგი
ბიგოსი
ბეჭდვა |
ხახვი დავჭრათ და ოდნავ მოვხრაკოთ ქვაბში გამდნარ ცხიმში. შემდეგ დავამატოთ ღორის ხორცი და ვშუშოთ ნახევრად მზადყოფნამდე, შემდეგ ამოვიღოთ ხორცი და დავჭრათ კუბიკებად. კომბოსტო წვრილად დავჭრათ, მოვაყაროთ ცოტა მარილი, ჩავდოთ მდუღარე წყალში და მოვხარშოთ. ჩავამატოთ ქვაბში ხბოს ხორცი და ვშუშოთ. მესამე ქვაბში მოვათავსოთ მჟავე კომბოსტო, დავუმატოთ სოკო, დაფნის ფოთოლი და დავასხათ ცივი წყალი, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე. როდესაც ხორცი ნახევრად მზად იქნება, ყველა პროდუქტი ერთ ქვაბში ჩავაწყოთ, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ძეხვი, ქლიავის პოვიდლო, მოვაყაროთ პილპილი და მარილი. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე ხორცის მზადყოფნამდე. ბიგოსი არ უნდა იყოს ძალიან თხევადი, ამიტომ ზედმეტ სითხეს უნდა ვაცალოთ აორთქლება. შემდეგ კერძი უნდა გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავუმატოთ ღვინო და ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში. ბიგოსში შეგვიძლია დავამატოთ ნებისმიერი სახის ხორცი: ფრინველის, ძროხის და ა. შ. რაც უფრო მეტი სორტის ხორცი იქნება გამოყენებული, მით უფრო გემრიელი გამოვა კერძი.
მასალა:
4-6 პორციაზე
750 გრამი მჟავე კომბოსტო
750 გრამი ცოცხალი კომბოსტო
400 გრამი ღორის ხორცი
200 გრამი ხბოს ხორცი ძვლების გარეშე
200 გრამი შებოლილი ძეხვი
1-2 სუფრის კოვზი მარგარინი
მარილი, პილპილი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
30 გრამი გამომშრალი სოკო
1 თავი ხახვი
2 სუფრის კოვზი ქლიავის პოვიდლო
½ ჭიქა ღვინო
პოპულარული რეცეპტი
ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ, დავჭ...
მუხუდო გავარჩიოთ, გავრეცხოთ და დავა...
წიწაკა გავრეცხოთ და გავასუფთავოთ თე...
ცხიმი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში...
გასუფთავებული, კარგად გარეცხილი ენა...
მზა ან ოჯახში მომზადებულ ფხვიერ ორც...