კატალოგი
მარილენკნიოდელი - გარგრის ”კლიოცკები”
| ბეჭდვა |
კარტოფილი მოვხარშოთ, გავხეხოთ, დავამატოთ ფქვილი, კვერცხი, ცხიმი, მოვზილოთ ცომი. ხის დაფას კარგად მოოვაყაროთ ფქვილი და ზედ გავაბრტყელოთ 3 მმ სისქის ცომი. გაბრტყელებული ცომი დავყოთ კვადრატის ფორმის ნაჭრებად ისე, რომ თითოზე მთლიანი გარგარი დაეტიოს. კურკის მაგივრად თითოეულ გარგარში უნდა მოვათავსოთ შაქრის ნატეხი. შემდეგ გავაკეთოთ კლიოცკი და ვხარშოთ მარილიან წყალში თავდახურულ ქვაბში მანამდე, სანამ ისინი არ ამოტივტივდება. შემდეგ დავდგათ დასაწურად. დაწურვის შემდეგ "კლიოცკები" ამოვავლოთ დაფხვნილი ორცხობილის სქელ ფენაში, მოვაყაროთ შაქარი და შევწვათ დიდი რაოდენობით ცხიმში. შემდეგ კვლავ მოვაყაროთ შაქარი და სუფრაზე ცხელი მივიტანოთ.
მასალა:
ცომისათვის
1 კილოგრამი კარტოფილი
1 ცალი კვერცხი
კაკლის ზომის კარაქი ან ღორის ქონი
200-250 გრამი ფქვილი
შიგთავსისათვის
გარგარი
შაქრის კუბიკები
საფანელი
კარაქი ან მარგარინი
პოპულარული რეცეპტი

ხორცი დავჭრათ 2X2 სმ ზომის კუბიკება...

კვერცხის ცილა სათქვეფელათი კარგად ა...

სიყვარული ერთი ნახვით......

ცხვრის ან ბატკნის მსუქანი, ძვლიანი ...

მოვხარშოთ კარტოფილი, სტაფილო, კვერც...

წითელი მოცვი შევურიოთ პირშუშხას (გე...


