კატალოგი
ვენური ბოიშელი ორცხობილის ”კლიოცკებით”
ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავყაროთ სპეციები და მწვანილი და მივიყვანოთ დუღილამდე, მდუღარე წყალში ჩავდოთ რამდენიმე ნაჭრად დაჭრილი ფილტვი და გული და ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათი. შემდეგ ხორცი ამოვიღოთ და მოვათავსოთ მსუბუქი პრესის ქვეშ, რომ შეგრილდება დავჭრათ თხელ ნაჭრებად (უნდა მოვაშოროთ აპკები და ა.შ.). მოვასხუროთ ძმარი. ხახვი წვრილად დავჭრათ და მსუბუქად შევაწითლოთ. შემდეგ დავასხათ კარგად ნახარში ბულიონი და ყველაფერი ერთად კიდევ ერთხელ წამოვადუღოთ. ოხრახუში, მჟავე კიტრი, ქაშაყი ან ანჩოუსები წვრილად დავჭრათ, დავამატოთ ლიმონის ცედრა, შევურიოთ ხორცს და საწებელს და დავამატოთ ძმარი ან ლიმონის წვენი და ცოტა მდოგვი. თეთრი პური დავჭრათ კუბიკებად, შევბრაწოთ მარგარინში, მოვაყაროთ მარილი და დავასხათ ანადუღარი რძე. დავახუროთ თავსახური და ვაცალოთ კიდევ ერთხელ წამოდუღება. დავამატოთ "კლიოცკის" სხვა კომპონენტებიც და მიღებული მასისაგან მოვზილოთ ცომი, რომელიც შემდეგ ცოტა ხანი უნდა გავაჩეროთ. ხელები დავისველოთ წყალში და გავაკეთოთ საშუალო ზომის "კლიოცკები". ჩავყაროთ ისინი მდუღარე წყლიან ფართო ქვაბში. წამოვადუღოთ, და კიდევ 10 წუთი ვხარშოთ "კლიოცკები" ნელ ცეცხლზე. შემდეგ "კლიოცკები" ბოიშელს დავუმატოთ. მასალა: 1 ½ ლიტრი წყალი 2 სუფრის კოვზი მარილი 1 ცალი დაფნის ფოთოლი 1 ღერი მაიორანი 5 მარცვალი შავი პილპილი 1 კონა მწვანილი 1 კილოგრამი ფილტვი და გული საწებელისათვის 2 სუფრის კოვზი ძმარი 2 სუფრის კოვზი ცხიმი 1 თავი საშუალო ზომის ხახვი ½ ჭიქა ფქვილი ¾ ლიტრი ბულიონი 2 ღერი ოხრახუში ცოტა ლიმონის ცედრა კიტრის მარინადის ნაჭერი 1 ნაჭერი წყალში დამბალი ქაშაყი ან 1-2 ცალი ანჩოუსი 1 პატარა კბილი ნიორი ცოტა ძმარი ან ლიმონის წვენი და მდოგვი ორცხობილის "კლიოცკებისათვის" 400 გრამი ძველი თეთრი პური 65 გრამი მარგარინი 1 ჩაის კოვზი მარილი ¼ ლიტრი წყალი 2 ცალი კვერცხი 80-100 გრამი ფქვილი