კატალოგი
ჟარკოე ესტერგაზი
ბეჭდვა |
ხორცი დავჭრათ თითის სისქის ნაჭრებად (1-2 ნაჭერი თითო პორციაზე). მსუბუქად დავბეგვოთ და წავუსვათ გამდნარი კარაქი. შევბრაწოთ ორივე მხრიდან, მოვაყაროთ მარილი, პილპილი. ხახვი და სტაფილო დავჭრათ თხელ ნაჭრებად და ოდნავ შევაწითლოთ ცხიმში, ზემოდან დავალაგოთ ხორცის ნაჭრები, დავამატოთ ღვინო და ჭვავის პური. დავასხათ მდუღარე წყალი ან ბულიონი, რომ სითხემ მთლიანად გადაფაროს ხორცი. დავახუროთ თავსახური და 1 საათი დავდგათ მოსაშუშად. ნახარში გავწუროთ, შემდეგ შევურიოთ წვრილად დაჭრილი კაპარი და ანჩოუსები. ხორცის თითო ნაჭერზე ავიღოთ მასის 1 თითო სუფრის კოვზი. მოვასხათ ნაღები და ჟარკოე დავდგათ მოსაშუშად ცეცხლზე. ამ კერძთან ერთად სუფრაზე მივიტანოთ კარტოფილის პიურე ან ბრინჯი.
მასალა:
800 გრამი ძროხის ხორცის რბილობი
2 თავი ხახვი
1-2 ცალი სტაფილო
2-3 სუფრის კოვზი ცხიმი ან კარაქი
1 ნაჭერი ჭვავის პური
ცოტა ღვინო
1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კაპარი
რამოდენიმე ცალი გასუფთავებული, წვრილად დაჭრილი ანჩოუსი (ან კარგად დამბალი ქაშაყის ნაჭერი
ცოტა ნაღები
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი
რძე, კვერცხები, შაქარი და ფქვილი კა...
მთელი ხორცი დავჭრათ წვრილ ნაჭრებად ...
კობრს გავაცალოთ ქაცვი, გავრეცხოთ, დ...
წვრილად დაჭრილი ვაშლი ჩავყაროთ ტაშტ...
პუდინგისათვის საჭირო ფორმაში გავაცხ...
სალათისათვის საჭირო ჭურჭელს წავუსვა...