კატალოგი
ზილბულარ მედ კორინტზეს - ქაშაყის ბიფშტექსი სოუსით
ბეჭდვა |
ხორცი კარტოფილთან და ქაშაყთან ერთად ორჯერ გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. შევურიოთ წვრილად დაჭრილ და მოხრაკულ ხახვს, კვერცხს და მცირე რაოდენობის რძეს, დავუმატოთ სპეციები. გავაკეთოთ ბიფშტექსები და ორივე მხრიდან შევწვათ ცხიმში კარგად გაცხელებულ ტაფაზე ოქროსფერი კანის გაჩენამდე.
მოვამზადოთ სოუსი. პატარა ქვაბში ჩავყაროთ შაქარი, დავდგათ ცეცხლზე და მოვამზადოთ კარამელი; დავუმატოთ ძმარი და ბულიონი. მიღებულ სოუსს დავუმატოთ წვრილი ქიშმიში და წამოვადუღოთ. ფქვილი შევბრაწოთ ტაფაზე 1 სუფრის კოვზ კარაქში, დავუმატოთ მომზადებული სითხე. სუფრაზე მიტანამდე ჩავამატოთ სოუსში დარჩენილი კარაქი.
მასალა:
2-3 პორციაზე
100 გრამი ძროხის ხორცი
100 გრამი უცხიმო ღორის ხორცი
100 გრამი ხბოს ხორცი
2 ცალი ცივი მოხარშული კარტოფილი
40 გრამი წყალში კარგად დამბალი ქაშაყი
1 თავი ხახვი
1 ცალი კვერცხი
1 ჩაის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი პილპილი
რამოდენიმე სუფრის კოვზი რძე
შესაწვავად საჭირო ცხიმი
სოუსისათვის
2 სუფრის კოვზი კარაქი
1 სუფრის კოვზი ფქვილი
2 ჩაის კოვზი წვრილი ქიშმიში
1 ჭიქა ხორცის ბულიონი
½ სუფრის კოვზი ძმარი
1 ჩაის კოვზი ძმარი
1 ჩაის კოვზი შაქარი
მარილი, პილპილი
1 ჩაის კოვზი კარაქი
პოპულარული რეცეპტი
ხახვი წვრილად დავჭრათ, ჩავყაროთ ქვა...
კარგად გასუფთავებული კიბორჩხალები მ...
ორივე სახის ხორცი და ტკბილი წიწაკა ...
5 მთლანი კვერცხი კარგად გავთქვიფოთ ...
ალუბალი დავჭყლიტოთ, დოლბანდზე მოვათ...
ვარდის ფურცლებს თეთრი თავები მოვაჭრ...