კატალოგი
სუპი მინესტრა
| ბეჭდვა |
დაჭრილი ხახვი და ნიორი მოვხრაკოთ ზეთში, დავამატოთ ნიახური და სტაფილო. ყველაფერი ერთად მოვშუშოთ. შემდეგ დავამატოთ ბულიონი, ტომატ-პასტა, მარილი და პილპილი და დავდგათ მოსახარშად ნელ ცეცხლზე. დავამატოთ მუხუდო, ლობიო, ბრინჯი, დაფნის ფოთოლი და ვშუშოთ მანამდე, სანამ ბოსტნეული არ დარბილდება. ბოლოს დავამატოთ ნაჭრებად დაჭრილი პამიდორი და გახეხილი ყველი. ვშუშოთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
მასალა:
2-3 პორციაზე
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 კბილი ნიორი
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ხახვი
½ ჭიქა წვრილად დაჭრილი ნიახური
1 ჭიქა კუბიკებად დაჭრილი სტაფილო
2 ჩაის კოვზი ტომატ-პასტა
5 ჭიქა ბულიონი
პილპილი, მარილი
½ ჭიქა მწვანე მუხუდო
½ ჭიქა ლობიო
4 სუფრის კოვზი ბრინჯი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
2 ცალი მსხვილი პამიდორი
3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი
პოპულარული რეცეპტი

ქათმის გულ-მკერდს მოვაშოროთ კანი, ა...

ბრინჯი მოვხარშოთ მარილიან წყალში. ფ...

ბადრიჯანი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად; ...

ახალი, ქორფა ქამა სოკო გავარჩიოთ, მ...

გველთევზა კარგად გავასუფთავოთ, გავა...

ფქვილი მოვხრაკოთ კარაქში ღია-ყვითელ...


