კატალოგი
სალათა კიტრისაგან ფლანდიურად
| ბეჭდვა |
კიტრი გავთალოთ, დავჭრათ თითის ზომის ნაჭრებად და ვხარშოთ მარილიან წყალში 10 წუთის განმავლობაში. კვერცხის გულისაგან, იოგურტისა და მაიონეზისაგან ავთქვიფოთ სოუსი, დავამატოთ მარილი და პილპილი, დავამატოთ დაჭრილი კამა. სოუსი დავასხათ ჯერ კიდევ თბილ, გამშრალებულ, წინასწარ დამარილებულ, პილპილმოყრილ და კამამოყრილ კიტრის ნაჭრებს. კერძი სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ყიყლიყოსთან ერთად.
მასალა:
2 ცალი დიდი, საღი კიტრი
1 ბოთლი იოგურტი
2 სუფრის კოვზი მაიონეზი
1 კვერცხის გული
2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი კამა
მარილი, პილპილი
პოპულარული რეცეპტი

კომბოსტო წვრილად დავჭრათ და ხახვთან...

საუბარი პოზნანში...

ხახვი წვრილად დავჭრათ, მოვხრაკოთ ცხ...

მსხლები გავჭრათ შუაზე, მოვაშოროთ გუ...

ლოქო გავასუფთავოთ, დავჭრათ ნაჭრებად...

მუხუდო გავარჩიოთ, გავავლოთ ცივ წყალ...


