კატალოგი
ტარატორი - ცივი სუპი კიტრით
| ბეჭდვა |
იოგურტი ავთქვიფოთ რძესთან ან არაჟანთან ერთად, დავუმატოთ მარილი და წიწაკა და სურვილისამებრ, გატარებული ნიორი. განუწყვეტლივ ვურიოთ და ისე ჩავასხათ მიღებულ მასაში ზეთი, დავამატოთ წვრილად დაჭრილი კიტრი და კამა. სუპი დავდგათ სიცივეში. სუფრაზე მიტანის წინ დავამატოთ წვრილად დაჭრილი თხილი. ტარატორი ასევე სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ყინულის კუბიკებთან ერთად.
მასალა:
2 ბოთლი იოგურტი
¼ ლიტრი რძე ან არაჟანი
4 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
1 ცალი მწვანე კიტრი
2 სუფრის კოვზი კამა
3 კბილი ნიორი
წიწაკა
მარილი
1 მუჭა გასუფთავებული თხილი
პოპულარული რეცეპტი

კარპი დავყოთ პორციებად, დავასხათ ძმ...

ლანგუსტის ხორცი გავავლოთ თბილ წყალშ...

ბადრიჯანს მოვაჭრათ ყუნწები, დანით გ...

კობრი გავასუფთავოოთ, გავრეცხოთ, გავ...

ძროხის ან ცხვრის ხორცი დავჭრათ ნაჭრ...

ხორცი მოვხარშოთ მცირე რაოდენობის წყ...


