კატალოგი
ცხვრის ხორცის რაგუ ბულგარულად
ნაჭრებად დაჭრილი ხორცი ჩავუშვათ ქვაბში მდუღარე წყალში (ხორცი მთლიანად უნდა დაიფაროს), დავამატოთ პილპილის მარცვლები და დაფნის ფოთოლი, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე. ცოტა ხანში დავამატოთ ხახვი, დაველოდოთ სანამ წყალი ნახევრად არ ამოშრება. ბულიონი გავწუროთ. მცირე რაოდენობის შეგრილებულ ბულიონში გავაზავოთ ფქვილი, დავამატოთ იოგურტი და ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ. წამოვადუღოთ, დავამატოთ ხორცი და ხახვი. გადმოვდგათ ცეცხლიდან, ცოტა შევაგრილოთ. სუფრაზე მიტანის წინ რაგუს მოვასხათ კვერცხის გულებთან ერთად გათქვეფილი ლიმონის წვენი, შემდეგ ყველაფერი ავურიოთ მარილ და წიწაკაგაზავებულ კარაქში. წვრილად დავჭრათ ოხრახუში და კამა და მოვაყაროთ რაგუს. რაგუ სუფრაზე ცხელი მივიტანოთ. ცხვრის ხორცის ნაცვლად შეგვიძლია ავიღოთ ახალგაზრდა ბატკნის ხორცი. მასალა: 500-750 გრამი ცხვრის ხორცი 10 თავი ხახვი 1 კბილი ნიორი 2 კვერცხის გული 1-2 სუფრის კოვზი ფქვილი 1 ჭიქა იოგურტი 1 სავსე ჩაის კოვზი წითელი წიწაკა ½ ლიმონის წვენი დაფნის 2 ცალი ფოთოლი შავი პილპილის 6 მარცვალი ოხრახუში კამა მარილი, წიწაკა - გემოვნებით